მორაგბეებმა მოხუცებს პენსიები დაურიგეს - კლუბ
Aa
Aa

მორაგბეებმა მოხუცებს პენსიები დაურიგეს - კლუბ "იუნკერების" სამაგალითო ჟესტი

რაგბის კლუბ "იუნკერების" წევრები "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" მოხალისეებს შეუერთდნენ და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მათთვის პირველ მინი აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პირადი უსაფრთხოების შესახებ მორაგბეებმა სპეციალური ტრეინინგი გაიარეს. ტრეინინგის მიზანია, თბილის მერიასთან ერთად, დისტანცირების უზრუნველყოფა, თვითიზოლაციაში მყოფი, უფასო სასადილოებით მოსარგებლე, ასევე სოციალურად დაუცველი და ქრონიკული დაავადებების მქონე მარტო მცხოვრები ხანდაზმული ადამიანებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის სურსათის, ჰიგიენური საშუალებებისა და მედიკამენტების ბინაზე მიტანა.

როგორც კლუბ "იუნკერების" ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, პირველ ჯერზე მორაგბეებმა მოხუცებს პენსიები დაურიგეს. პროცესმა მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში ჩაიარა.

მორაგბეთა ამ სამაგალითო ინიციატივას ახალგაზრდები უერთდებიან, რომლებიც საჭიროების მიხედვით დაახლოებით ამავე ტიპის დავალებებს ასრულებენ. კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მსურველებს შეგიძლიათ, ქვემოთ მოყვანილ ტელეფონის ნომრებზე დარეკოთ და ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში თქვენი წვლილი შეიტანოთ. ტელ: 596 118 440; 595 080 971.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს რაგბის კლუბ "იუნკერებმა", რომლის მფლობელიც ლევან ვასაძეა, მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის სხვადასხვა აქციებში ჩაერთოს და მაგალითად, ინფიცირებულთათვის საკარანტინო ზონები გამოყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები