Aa Aa
25 მარტი 2020  |  12:55

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები ოთხშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

ფეხბურთი

ხვალ გამთენიისას ნიკარაგუის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართება. ლიგა პრიმერას ლიდერი, „დირიანგენი“ სტუმრად ბოლოადგილოსან „საბანასს“ დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ „საბანასს“ 10 ტურში ერთადერთი გამარჯვება აქვს, ხოლო „დირიანგენს“ 1 მარცხი... ასეა, გამოიცანით! აუტსაიდერმა ლიდერს მე-2 ტურში მისსავე მოედანზე მოუგო. მას შემდეგ „დირიანგენი“ შესანიშნავ ფორმაშია და 8 ტურში 22 ქულა მოიპოვა. ვნახოთ, აიღებს თუ არა რევანშს პირველადგილოსანი, რომელიც ცხრილში მხოლოდ 1-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

გასვლაზე ითამაშებს მეორეადგილოსანი „მანაგუაც“, რომლის მეტოქე მე-6 პოზიციაზე მყოფი, 12-ქულიანი, „ჩინანდეგა“ იქნება. დედაქალაქელებმა („მანაგუა“) ბოლო დროს მშვენიერი ფორმა აკრიფეს და ლიდერის ფეხის დაცდენას ელოდებიან. ისინი ბოლო წლებში უშუალოდ „ჩინანდეგასთან“ წარმატებულად თამაშობენ და უკანასკნელი 15 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმეს - 8 მოგება, 6 ფრე.

ერთპიროვნულ ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება „ესტელი“, რომელსაც ასევე გასვლითი შეხვედრა აქვს - მე-8 ადგილოსან „ოკოტალთან“. პირველ წრეში „ესტელმა“ მეტოქე 5:0 გაანადგურა, ზოგადად კი მასთან უკვე 7 ურთიერთშეხვედრაა არ წაუგია - 4 მოგება, 3 ფრე. „ოკოტალი“ სახლის გუნდად ითვლება, მან თავის არენაზე ერთ-ერთი ლიდერი „მანაგუა“ დაამარცხა, ჯამში აღებული 8 ქულიდან 7 კი სწორედ საკუთარ კედლებში მოიპოვა.

უხვგოლიანი მატჩების მოყვარული ორი გუნდი: „იუვენტუს მანაგუა“ და „ფერეტი“ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. მანაგუელთა შეხვედრებში საშუალოდ 2.7 გოლი გადის, ხოლო „ფერეტის“ თამაშებში - 2.5. ეს ჩემპიონატში მესამე და მეოთხე მაჩვენებელია. 4:1 დამთავრდა პირველი წრის თამაშიც, ასე რომ, ექსპერტები დღესაც შედეგიან მატჩს ელოდებიან.

ლიგა პრიმერას ბოლოსწინაადგილოსანი „რეალ მადრიზი“ საკუთარ არენაზე მე-5 ადგილოსან „იალაპას“ მიიღებს. მასპინძლებს ცუდი სერია აქვთ და ბოლო 6 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღეს, ამის მიუხედავად, „იალაპას“, რომელიც სახლის გუნდია და სტუმრად ჯერ არ მოუგია, 3 ქულის აღება ძალიან გაუჭირდება. ამ სტადიონზე გუნდებს შორის გამართული ბოლო 5 მატჩიდან 2-ში „რეალმა“ გაიმარჯვა, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო „იალაპამ“ წარმატებას ერთხელ მიაღწია.

ასევე 10-ზე მეტი მატჩია დაგეგმილი შვედეთსა და რუსეთში, სადაც ადგილობრივი გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

დადე ფსონი ფეხბურთზე დადე ფსონი ფეხბურთზე

დოტა 2

ადრეული შეხვედრაა ჩინეთში, სადაც 4-გუნდიანი საქველმოქმედო ტურნირი სრულდება - ფინალში PSG.LGD და Vici Gaming-ი ხვდებიან. ევროპაში ამავე ტიპის გათამაშების ფინალია ოდნავ მოგვიანებით (18:30 საათზე) – Team Liquid-ი Nigma-ს დაუპირისპირდება. Nigma შესანიშნავ ფორმაშია და უკრაინაში მოგებული ტურნირის შემდეგ ტიტულის მოგებას უკვე ამ შეხვედრაში შეეცდება. გუნდები პირველ ურთიერთშეხვედრას გამართავენ, ფორმის გათვალისწინებით კი გამოკვეთილ ფავორიტად Nigma ითვლება.

ანალოგიურ ტურნირს თამაშობენ სამხრეთ ამერიკაშიც, სადაც ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება NoPing-მა და Thunder Predator-მა მოიპოვეს. NoPing-ი ახალი გუნდია და სულ მე-4 ოფიციალურ შეხვედრას ატარებს, მისი მეტოქე კი საკმაოდ გამოცდილი, დაბალანსებული და რაც მთავარია, ტიტულოვანია, რის გამოც ფინალში ცალსახა ფავორიტად მიიჩნევენ.

დადე ფსონი დოტა 2-ზე დადე ფსონი დოტა 2-ზე

Counter-Strike

ESL Pro League-ს A და B ჯგუფების შეხვედრების დასრულების შემდეგ, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის ჯერი დადგა C და D ჯგუფებში.

C ჯგუფში, დღეს გასამართ Faze Clan-ისა და TyLoo-ს მატჩში აშკარა ფავორიტი იკვეთება. FaZe Clan-ი მეტოქეს ურთიერთდაპირისპირებებში 5:0-ს უგებს, რასაც ისიც ემატება, რომ TyLoo-ს ბოლო 7 ოფიციალური შეხვედრა ზედიზედ აქვს წაგებული.

დანარჩენი ორი თამაში უკვე D ჯგუფშია. Team Liquid-ი MIBR-თან ისტორიაში მე-16 ურთიერთშეხვედრას გამართავს - Team Liquid-ი 10:5-ს იგებს. ბოლო დროს კარგ ფორმაში არც ერთი გუნდი არაა, განსაკუთრებით ეს MIBR-ზე ითქმის, რომელმაც უკანასკნელი 7-დან 6 თამაში წააგო. გამოცდილებისა კლასის გათვალისწინებით, დღეს ულაპარაკო ფავორიტი Team Liquid-ია.

აბსოლუტურად სამარცხვინო შედეგები აქვს Swole Patrol-ს, რომელიც უმაღლეს დონეზე 2018 წლიდან თამაშობს, თუმცა მას შემდეგ ჯამში ჩატარებულ 12 მატჩში არათუ გამარჯვება არ აქვს, 1 რუკაც (!!!) კი არ მოუგია (ყველა მატჩი მშრალად დათმო). დღეს ამ გუნდის მეტოქე 100 Thieves-ია, რომელიც გაცილებით ძლიერი და გამოცდილი გუნდია. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ 100 Thieves-ი გრანდთა კატეგორიას განეკუთვნება, რადგან თავის 3-წლიან ისტორიაში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. ასეა თუ ისე, ძნელი წარმოსადგენია, ამ გუნდმა Swole Patrol-ის დონის მეტოქის დამარცხება ვერ შეძლოს. მეორე მხრივ, Counter-Strike-ში ინტრიგად რჩება, როდის მოიგებს თავისთვის პირველ და ისტორიულ რუკას (მატჩზე რომ არაფერი ვთქვათ) Swole Patrol-ი.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველადგილოსანი ESL Pro League-ს პირდაპირ მე-2 რაუნდში გადის, მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები კი ტურნირის პირველ რაუნდში მოხვდებიან.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

League of Legends

დღეს და ხვალ დილას სამხრეთ კორეასა და ჩინეთში ლეგენდების ლიგის არაერთი საინტერესო თამაშია დაგეგმილი. ამ ქვეყნებში შიდა ტურნირები მიმდინარეობს და მათი მორიგი ტურის შეხვედრებია.

დადე ფსონი League of Legends-ზე დადე ფსონი League of Legends-ზე

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში