Aa Aa
24 მარტი 2020  |  23:32

ატალანტას მეკარეს, რომელმაც ვალენსიასთან ითამაშა კორონავირუსი დაუდგინდა

ბერგამოს „ატალანტას“ გოლკიპერს, მარკო სპორტიელოს კორონავირუსი დაუდგინდა. 27 წლის მეკარე „ნერაძურის“ რიგებში მოასპარეზე პირველი ფეხბურთელია, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირდა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, სპორტიელოს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და კარანტინში იმყოფება.

როგორც მოგეხსენებათ, სპორტიელომ 10 მარტს „ვალენსიასა“ და „ატალანტას“ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით, რომ დღევანდელი მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 69 176 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 6820-ს აღწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში