ფეხბურთელთა კამპანია COVID-19-ის წინააღმდეგ: 2,7-მილიონი ევროს დონაცია 30 საათში
Aa
Aa

ფეხბურთელთა კამპანია COVID-19-ის წინააღმდეგ: 2,7-მილიონი ევროს დონაცია 30 საათში

მიუნხენის ''ბაიერნის'' ფეხბურთელებმა, ლეონ გორეცკამ და ჯოშუა კიმიხმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს. მათ კამპანია We Kick Corona შექმნეს, რასაც არაერთი მოთამაშე შეუერთდა. ფეხბურთელებმა კამპანია 19 მარტს დაიწყეს და შექმნიდან 30 საათში 2,7 მილიონი ევრო შეგროვდა. აღნიშნული თანხიდან 1 მილიონი ევრო კიმიხმა და გორეცკამ გადარიცხეს.

გორეცკა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის დამარცხება მხოლოდ ერთსულოვნებითაა შესაძლებელი. კიმიხი აღნიშნავს, რომ მცირედი თანხაც საერთო საქმისთვის მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, მიუნხენის ''ბაიერნის'' ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ და მისმა მეუღლე ანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 1-მილიონიანი დონაცია გააკეთეს. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის კომენტარი პოლონურ მედიაში გავრცელდა:''დღეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით სირთულეების შესახებ, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. დღეს ყველა ერთ გუნდში ვთამაშობთ, ყველანი ერთი გუნდის წევრები ვართ. მოდით ამ ბრძოლაში ერთსულოვნები და ძლიერები ვიყოთ.''

კორონავირუსის გამო ყველა ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი დროით შეჩერებულია. გამონაკლისია მხოლოდ ბელარუსის საფეხბურთო ლიგა.

View this post on Instagram

Wohoo! Willkommen im Team, @aussenrist15! #WeKickCorona!

A post shared by We kick Corona (@wekickcorona) on Mar 20, 2020 at 11:11am PDT

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები