Reuters: ორგანიზატორები ტოკიო 2020-ის გადადებაზე აქტიურად მუშაობენ
Aa
Aa

Reuters: ორგანიზატორები ტოკიო 2020-ის გადადებაზე აქტიურად მუშაობენ

Reuters-ის ცნობით ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიადის გადადების შესაძლებლობას განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მთავრობა პანდემიის სწრაფად გავრცელების მიუხედავად ოლიმპიადის გადადებას გამორიცხავდა, არსებული ვითარების ფონზე დათქმულ ვადებში ოლიმპიადის გამართვა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

აღნიშნულ წყაროსთან საუბარში ანონიმური პირი აღნიშნავს, რომ ორგანიზატორები ოლიმპიური თამაშების გადადების რამდენიმე ვარიანტზე აქტიურად მუშაობენ.

სერბეთისა და ხორვატიის ოლიმპიური კომიტეტები ტოკიო 2020-ის გადადებას მხარს უჭერენ, ისინი ოლიმპიური თამაშების ივლისსა და აგვისტოში გამართვის წინააღმდეგები არიან.

არსებული კალენდრის მიხედვით ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება. 20 მარტს საბერძნეთიდან იაპონიაში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს, რომელსაც 10 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

შეგახსენებთ, უეფამ ევრო 2020-ის გათამაშება ერთი წლით გადადო და მისი გამართვა 2021 წლის ზაფხულში იგეგმება. ამ ეტაპზე თითქმის ყველა კონტინენტზე უამრავი სპორტული გათამაშება შეჩერებულია, მათ შორისაა NBA, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის პრემიერ ლიგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები