ესპანეთში კორონავირუსით ორი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა
Aa
Aa

ესპანეთში კორონავირუსით ორი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსმა ორი სპორტული ჟურნალისტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ესპანური პრესის ინფორმაციით, ხოსე მარია კანდელამ და ტომას დიას-ვალდესმა COVID-19-ის დამარცხება ვერ მოახერხეს.

59 წლის ხოსე მარია კანდელა, რომელიც ესპანეთის ნაციონალურ რადიოში მუშაობდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა, სიცხე ჰქონდა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა. კანდელა გასულ ღამეს გარდაიცვალა.

მეორე მსხვერპლი 78 წლის ტომას დიას-ვალდესია. ეს უკანასკნელი 1960-დან 1990 წლამდე განმავლობაში ცნობილ სპორტულ გაზეთ AS-ში მუშაობდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ავტოსპორტის შესახებ წერდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში კორონავირუსის 20412 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1041-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები