„სწრაფი ფეხბურთელი სჭირდებათ
Aa
Aa

„სწრაფი ფეხბურთელი სჭირდებათ" - კუმანმა ბარსაზე ისაუბრა

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა MARCA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ესპანურ გამოცემასთან საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

დაგიკავშირდათ თუ არა ბარსელონა რამდენიმე თვის წინ, როცა ერნესტო ვალვერდე გაათავისუფლა?

„ბარსელონა ნამდვილად დამიკავშირდა და ბლაუგრანას უარი ვუთხარი, რადგან პასუხისმგებლობა მქონდა აღებული და ნიდერლანდების ნაკრებს ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე, ვერ დავტოვებდი“.

იყო თუ არა მაშინ ბარსას ჩაბარება რისკებთან დაკავშირებული?

„არა, რა თქმა უნდა. მაშინ ბარსელონას ჩასაბარებლად ცუდი დრო ნამდვილად არ ყოფილა. რეალობა ისაა, რომ ნიდერლანდების ნაკრებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები მქონდა. უსამსახუროდ რომ ვყოფილიყავი, ბარსას წინადადებას აუცილებლად დავთანხმდებოდი. მნიშვნელობა არ აქვს ბლაუგრანა რა მდგომარეობაში იმყოფება. კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ბარსაში გავატარე და როგორც კლუბი, ისე ქალაქი ძალიან მიყვარს. იმედი მაქვს, ერთ დღეს ბარსელონას გაწვრთნის საშუალება მომეცემა“.

ბარსელონაში არსებულ პრობლემებზე რას იტყვით? გუნდს ბურთის კონტროლი არ უჭირს, მაგრამ გოლები ვერ გააქვს და ამბობენ, რომ ბარსას ღრმა შემადგენლობა არ ჰყავს.

„ბურთის კონტროლი უმნიშვნელოა, თუ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორ ან სამ მომენტს ქმნი. პირველ რიგში ბარსელონას სწრაფი ფეხბურთელი სჭირდება. ვინისიუსის მაგალითი აიღეთ. ბრაზილიელმა ბარსა გააწამა.

ბარსელონა ღრმა შემადგენლობით ნამდვილად არ გამოირჩევა. ნახევარდაცვაში მათი ერთი სტილის მქონე ფეხბურთელები ჰყავთ. ანსუ ფატი კარგად იმიტომ ასპარეზობს, რომ სწრაფია და კატალონიელებს მისი მსგავსი რამდენიმე მოთამაშე სჭირდებათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები