სიმეონე საკუთარი გუნდის შედეგებით კმაყოფილია
Aa
Aa

სიმეონე საკუთარი გუნდის შედეგებით კმაყოფილია

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო პაბლო სიმეონე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით ძალიან კმაყოფილია. ამ ფაქტთან დაკავშრებით არგენტინელი სპეციალისტი ჟურნალისტებს გაესაუბრა და მათ საკუთარი ემოციები გაუზიარა.

 "განვლილ კვირაში გუნდმა დიდებულად იმუშავა. შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გერმანიაში დავიწყეთ, როდესაც ბოლო 15 წუთი ათი კაცით ვთამაშობდით. ასევე რთული მატჩი გამოდგა მადრიდშიც. ვამაყობ საკუთარი მოთამაშეებით, რომელთაც ყოველთვის უფრო მეტის მიღწევა სურთ. არ არის ადვილი პენალტების სერიისთვის ვარჯიში და არც ჩვენ ვყოფილვართ მზად. ამ დროს, უფრო მეტად შემსრულებლების გადაწყვეტილებასა და გოლკიპერის რეფლექსებს აქვს მნიშვნელობა. ობლაკი ძალიან რთულ მატჩში ჩაერთო, მაგრამ იგი ამ ყველაფრისთვის მზად იყო. მისი პირველი სეივი გადამწყვეტი და დიდებული გამოვიდა. გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს და ყოველთვის მეტის მიღწევა სურს. "ატლეტიკოს" მსგავსი გუნდისათვის, ძალიან რთულია ზედიზედ მეორედ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა" - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა

 

როგორც მოგეხსენებათ, სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ლევერკუზენის „ბაიერთან“ საკმაოდ რთული დაპირისპირება გადაიტანა, რომელიც ვისენტე კალდერონზე გამართული თერთმეტმეტრიანების სერიით დასრულდა. მადრიდელებმა საფეხბურთო ლატარეაში 3:2 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები