Aa
Aa

ტრიპიერი: „ლივერპულთან თამაში რომ გახსნა, 6-0-ს წააგებ"

„ატლეტიკოს“ განაპირა მცველმა, კიერან ტრიპიერმა „ლივერპულთან“ მატჩში „როხიბლანკოს“ მიერ არჩეული ტაქტიკა დაიცვა. ინგლისელი უკანახაზელის თქმით, მადრიდულმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აქცენტი დაცვით ფეხბურთზე რომ გააკეთა.

„ხალხს ჰგონია, რომ ატლეტიკო დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი გუნდია. მათ ლივერპულთან გამართული მატჩი ნახეს და ასე სწორედ ამიტომ ფიქრობენ. წითლების წინააღმდეგ რომ გახვიდე და თამაში გახსნა 6-0-ს წააგებ. აქედან გამომდინარე, წარმოდგენა არ მაქვს, ხალხი ჩვენგან რას ელოდა.

რამდენიმე საფეხბურთო ექსპერტმა ატლეტიკო გააკრიტიკა, რადგან დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ. საინტერესოა ისინი ჩვენგან რას ელოდნენ. ეგონათ რომ გავიდოდით და უკანმოუხედავად შევუტევდით? თანაც იმ ფეხბურთის გათვალისწინებით, რომელსაც ლივერპული ბოლო პერიოდში აჩვენებს?

ლივერთან სტრატეგიის შემუშავება აუცილებელია და ჩვენ ზუსტად ეს გავაკეთეთ. ღრმა დაცვაში მოგვიწია თამაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ჩვენმა გეგმამ გაამართლა და გამარჯვება მოვიპოვეთ“.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ძირითადი დრო „ლივერმა“ 1-0 მოიგო. დამატებით დროში კი „ატლეტიკომ“ 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები