Aa
Aa

"განსაცდელმა დაგვანახა, რა ძალა აქვს სიყვარულს, იმედსა და ერთობას" - კურტანიძის ემოციური პოსტი

მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა ჭიდაობაში ლუკა კურტანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

ლეგენედარული სპორტსმენი დღეს მსოფლიოში მიმიდნარე მდგომარეობას გამოემხმაურა და ექიმებს მადლობა გადაუხადა. Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ექიმს თითოეულ მოქალაქეს მინდა მუხლმოყრილი მადლობა შევწირო პატრიარქს იმედისთვის! ღმერთან ერთად თითოეული ადამიანი ვართ დღეს ერთიმეორეს იმედი ძალა და სითბო! დღეს მთელი საქართველო და მსოფლიო მიხვდა რომ სიყვარული ურთიერთ იმედი არის ის ღვთიური სიკეთე რომელიც ასე გვჭირდება მთელ კაცობრიობას! იცით ერთსაც გეტყვით ზუსტად არ ვიცი მაგრამ ერთი თუ ორი წლის წინ თქვა ჩვენმა უსაყვარლესმა პატრიარქმა /გუშინ ჩემი გულის მეუღლემ შემახსენა/ იყიდეთ სოფლად მიწები მოიყვანეთ ხორბალი და ეზოში აუცილებლად გქონდეთ წყარო ან ჭა წყლის მარაგი..... დღეს ხომ ყველა ვხვდებით რას ნიშნავდა პატრიარქის ეს სიტყვა კი არა წინასწარმეტყველება?! ამიტომ გავერთიანდეთ სუფთა იმედით სავსე სიყვარულით ოჯახები, მეგობრები, მოწინახმდეგები, ყველანი სრულიად საქართველო და ასე გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო საქართველო! დიდება ღმერთს ხვალ და ზეგ უფრო მეტად უკეთესი დრო დადგება რადგან განსაცდელმა დაგვანახა რომ რა ძალა აქვს სიყვარულს ურთიერთ იმედს და ერთობის ძალას!

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები