ქართველი მოფარიკავეები ოლიმპიურ თამაშებზე
Aa
Aa

ქართველი მოფარიკავეები ოლიმპიურ თამაშებზე

სანდრო ბაზაძე მერვე ქართველი მოფარიკავეა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს და მესამე, ნუგზარ ასათიანისა და გურამ კოსტავას შემდეგ, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ გამოვა.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები მეორედ ტარდება, 56 წლის წინ ქართველი მოფარიკავეების ვიზიტი იაპონიაში წარმატებული გამოდგა.

1964 წელს ნუგზარ ასათიანი, პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ნუგზარ ასათიანმა თავის მეორე ოლიმპიადზე, ხმალში გუნდურ პირველობაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გურამ კოსტავა კი პირველი და ერთადერთი ქართველი მოფარიკავეა, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედლი აქვს. 

გთავაზობთ ქართველი მოფარიკავეების შედეგებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე:

2016 - რიო დე ჟანეირო
სანდრო ბაზაძე (ხმალი) 29.07.1993. პირადი: XII ადგილი 10.08.2016

1996 - ატლანტა
არჩილ ლორთქიფანიძე (ხმალი) 07.05.1970. პირადი: XXXVI ადგილი 21.07.1996

1988 – სეული
ვლადიმერ აფციაური (რაპირა) 04.02.1964- 14.05.2012. გუნდური: I ადგილი 26-27.09.1988

1964 - ტოკიო
ნუგზარ ასათიანი (ხმალი) გუნდური: I ადგილი 23.10.1964 გურამ კოსტავა (დაშნა) პირადი: III ადგილი 18-19.10.1964. გუნდური: VII ადგილი 20-21.10.1964

1960 - რომი
გურამ კოსტავა (დაშნა) 18.06.1937. პირადი: V ადგილი 05-06.09.1960. გუნდური: III ადგილი 09.09.1960  ნუგზარ ასათიანი (ხმალი) 16.07.1937-02.04.1992. პირადი: V ადგილი 08.09.1960. გუნდური: V ადგილი 09.10.1960

1956 - მელბურნი
რევაზ ცირეკიძე (დაშნა) 28.03.1934. პირადი V ადგილი 30.11.1956. გუნდური: V ადგილი (სსრკ) 28.11.1956
იური ოსიპოვი (რაპირა) 16.03.1937. პირადი VII ადგილი 26.11.1956. გუნდური: V ადგილი (სსრკ) 23.11.1956

1952 - ჰელსინკი
აკაკი მეიფარიანი (დაშნა) 28.02.1918 31.12.1995. გუნდური: I რაუნდი. 25.07.1952

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები