Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერის ბიძა და ყოფილი მწვრთნელი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა

TMZ-ის ინფორმაციით, ფლოიდ მეივეზერის ბიძა და მწვრთნელი, როჯერ მეივეზერი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ირკვევა, ყოფილ მოკრივეს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რასაც დიაბეტი დაემატა.

როჯერ მეივეზერი ორი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახლდათ და „მანის“ კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. როჯერმა ფლოიდთან მუშაობა 1990-იან წლებში დაიწყო და ძმისშვილს წარმატების მიღწევაში დაეხმარა. კარიერის სტარტზე, როცა ფლოიდის მამა გისოსებს მიღმა იმყოფებოდა, „მანის“ სწორედ როჯერი ავარჯიშებდა.

ფლოიდისა და როჯერის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ შეწყდა. მეივეზერის ბიძამ მწვრთნელობაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, თქვა.

როჯერს კარიერის განმავლობაში 72 ბრძოლა ჰქონდა გამართული. მან 58-ჯერ იმარჯვა და WBA-სა და WBC-ის საჩემპიონო ქამრებს ფლობდა.

აღსანიშნავია, რომ ფლოიდ მეივეზერს ერთკვირიან მონაკვეთში მეორე ტრაგედია დაატყდა თავს. 11 მარტს „მანის“ ყოფილი მეგობარი გოგონა და მისი სამი შვილის დედა, ჯოზი ჰერისი ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები