Aa
Aa

ბრუკლინ ნეთსის 4 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

რამდენიმე წუთის წინ, „ბრუკლინ ნეთსმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ 4 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ბრუკლინ ნეთსის 4 კალათბურთელს კორონავირუსი, COVID 19 დაუდასტურდა. 4-დან 3 მოთამაშეს სიმპტომები არ აღენიშნება. ოთხივე მათგანი იზოლაციაში იმყოფება და მათზე გუნდის სამედიცინო შტაბის წევრები ზრუნავენ.

ორგანიზაცია ცდილობს ყველას, ვისაც კალათბურთელებთან კონტაქტი ჰქონდა, მათ შორის მეტოქე გუნდების მოთამაშეებსაც, მომხდარის შესახებ შეატყობინოს. ნეთსის მომსახურე პერსონალმა და კალათბურთელებმა მიიღეს ინსტრუქცია, რომ კარანტინში დარჩნენ, თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლონ და ნეთსის სამედიცინო შტაბის წევრებთან რეგულარული კონტაქტი ჰქონდეთ. ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რათა კორონავირუსით დაინფიცირებულმა კალათბურთელებმა საუკეთესო სამედიცინო დახმარება მიიღონ", - წერია „ბრუკლინ ნეთსის“ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ადმინისტრაცია კალათბურთელთა ვინაობას არ ასაჯაროვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები