Aa
Aa

არგენტინა - ქვეყანა, სადაც კორონავირუსმა ფეხბურთს ვერაფერი დააკლო

არგენტინაში საზღვრები ჩაკეტილია და სკოლებში სწავლის პროცესიც შეჩერებულია, თუმცა კორონავირუსმა ფეხბურთს ვერაფერი დააკლო. კოპა სუპერლიგისა და ქვედა დივიზიონის მატჩები მაყურებლების გარეშე ტარდება.

დღევანდელი მონაცემებით, „რივერ პლეიტისა“ და „ატლეტიკო ტუკუმანის“ დაპირისპირება ერთადერთია, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის მთავარი არბიტრი, გერმან დელფინო და „ატლეტიკო ტუკუმანის“ წარმომადგენელი „ესტადიო მონუმენტალზე“ მაინც გამოცხადდნენ, მაგრამ კარები დაკეტილი დახვდათ. „ატლეტიკო ტუკუმანის“ ფეხბურთელები კი სასტუმროს დასატოვებლად და „რივერთან“ მატჩისთვის ემზადებოდნენ, როცა შეიტყვეს, რომ შეხვედრა გადაიდო.

„რივერ პლეიტმა“ მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა და შეხვედრის ჩატარება მოთამაშეთა ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებდა.

საინტერესოა, რომ „რივერის“ გადაწყვეტილებას საჯაროდ ბევრმა ცნობილმა პიროვნებამ დაუჭირა მხარი, მაგრამ კლუბები „რივერ პლეიტის“ მაგალითს არ მიჰყვებიან და მატჩების გამართვაზე უარს არ ამბობენ.

„ნიუკასლის“ ყოფილი მოთმაშის,  ფაბრიციო კოლოჩინის თქმით, არგენტინაში ფეხბურთი აუცილებლად უნდა შეწყდეს, მაგრამ ადგილობრივი ფეხბურთის მესვეურები სხვა პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები