კორონავირუსი სიმპტომების გარეშე - დონოვან მიჩელი გამონაკლისია
Aa
Aa

კორონავირუსი სიმპტომების გარეშე - დონოვან მიჩელი გამონაკლისია

„იუტა ჯაზის“ კალათბურთელი, დონოვან მიჩელი სატელევიზიო გადაცემა Good Morning America-ს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის შესახებ ესაუბრა.

„ასიმპტომატური ვარ. სიმპტომები არ მაქვს. შემიძლია ქუჩაში გავიდე და ხალხმა რომ არ იცოდეს, რომ კორონავირუსით ვარ დაინფიცირებული, ვერავინ ვერაფერს შეამჩნევდა. ჩემი აზრით, ამ ვირუსის ყველაზე საშიში ნაწილი ის არის, რომ შესაძლოა დაინფიცირებული იყო, მაგრამ თავს კარგად გრძნობდე და არაფერი გაწუხებდეს. თანაც არ იცი ვისთან მოგიწევს შეხვედრა და ისინი ვისთან წავლენ“.

„ყველაფერი კარგად მიდის. თვითიზოლაციაში ვიმყოფები და ამჟამად სიმპტომები არ მაქვს. ექიმები მეუბნებიან, რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან კორონავირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. თანაც სიმპტომები არც მაშინ მქონია, როცა ტესტი ჩამიტარეს“.

შეგახსენებთ, რომ დონოვან მიჩელს კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინდა. „იუტას“ სუპერვარსკვლავი სავარაუდოდ თანაგუნდელისგან, რუდი გობერისგან დაინფიცირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები