კუევასი: „რონალდინიოს შევხვდი და ის ციხეში თავს ძალიან ცუდად გრძნობს
Aa
Aa

კუევასი: „რონალდინიოს შევხვდი და ის ციხეში თავს ძალიან ცუდად გრძნობს"

პარაგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ნელსონ „პიპინო“ კუევასი რონალდინიოს შეხვდა, რომელიც ყალბი საბუთების გამოყენების გამო, უკვე რამდენიმე დღეა ციხეში იმყოფება. კუევასმა მოგვიანებით კომეტარიც გააკეთა და განაცხადა.

„რონალდინიოს შევხვდი და ის ციხეში თავს ძალიან ცუდად გრძნობს. იმედი მაქვს მას უახლოეს მომავალში გამოუშვებენ. მისი ადვოკატები მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ რონალდინიო შექმნილი ვითარების გამო, ძალიან წუხს.

ჩვენ არსებული მდგომარეობის შესახებ ვისაუბრეთ და გავიგე მისი დახმარება შემეძლო თუ არა. პირადად მე ვფიქრობ, რომ რონალდინიო მსხვერპლია. მას მხარს ვუჭერ და იმედი მაქვს ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

სხვა ციხეებთან შედარებით, რონალდინიო კარგ ადგილას იმყოფება, მაგრამ ის გისოსებს მიღმა ცხოვრებას შეჩვეული არაა. რონალდინიომ ფეხბურთიც ითამაშა, თუმცა ის და მისი ძმა ერთ საკანში იმყოფებიან, სადაც მხოლოდ ორი საწოლია. რონალდინიო კარგი ადამიანია და ამაში მასთან შეხვედრისას დავრწმუნდი".

აქვე გეტყვით, რომ მოსამართლე გუსტავო ამარილამ ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლების აპელაცია არ დააკმაყოფილა და „გაუჩოს“ გირაოს სანაცვლოდ გაშვებაზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები