Aa
Aa

"ეს ყალბი ინფორმაციაა" - მესის გარემოცვა რონალდინიოსთან დაკავშირებულ ცნობას ეხმაურება

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა Mirror-მა სხვადასვხა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეო მესი ციხეში 6 თვიანი წინასწარი პატიმრობით მყოფ რონალდინიოს დახმარებას გაუწევდა და მას 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ 4 მაღალი დონის ადვოკატს დაუქირავებდა, რათა მათ სასამართლო პროცესზე საქმის გადახედვა დღის წესრიგში დაეყენებინათ.

როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ყველაფერი სიცრუეა. ინფორმაცია მესისთან დაახლოებულმა პირებმა არ დაადასტურეს. ამას წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport-იც.

„მესი რონალდინიოს ამჟამინდელი მდგომარეობით ძალიან შეწუხებულია, თუმცა მისთვის ფინანსური, ან იურიდიული დახმარების გაწევა არ გადაუწყვეტია.

ლეოს ადვოკატებისთვის ამ საქმის მოგვარება არ დაუვალებია. არც 4 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, ეს ინფორმაცია ყალბია“.

მესის მსგავსად, ცრუ ინფორმაცია რონალდუსაც გაუვრცელეს. თითქოს, კრიშტიანუ მშობლიურ მადეირაში თავის ბალანსზე არსებულ ყველა სასტუმროს დროებით საავამდმყოფოდ გადააკეთებდა და კორონავირუსთან ბრძოლისთვის ხალხს დახმარებას გაუწევდა. მოგვიანებით, ეს სიახლე ჭორად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები