ბარსა, რეალი და სხვები: ევროპული გრანდები თურქი ტალანტისთვის იბრძოლებენ
Aa
Aa

ბარსა, რეალი და სხვები: ევროპული გრანდები თურქი ტალანტისთვის იბრძოლებენ

უმდიდრესი ევროპული კლუბები ''ფენერბახჩეს'' თურქი ტალანტით, 16 წლის უმერ ბეიაზით დაინტერესდნენ. 16 წლის ფეხბურთელი ''ფენერბახჩეს'' აღზრდილია და შესაძლოა ახლო პერიოდში ევროპულ კლუბში ვიხილოთ.

თურქული მედიის ცნობით ბეიაზის შეძენით მანჩესტერული კლუბები, ''მან. იუნაიტედი'' და ''მან. სიტი'' დაინტერესდნენ. ინგლისური გუნდების გარდა ბეიაზის შეძენა ''ბარსელონას,'' მადრიდის ''რეალს,'' ''იუვენტუსსა'' და მილანის ''ინტერს'' სურთ.

შესაძლოა, 16 წლის ტალანტი ტურინულ კლუბში გადაბარგდეს, სადაც მისი თანამემამულე, 22 წლის მერიჰ დემირალი თამაშობს. Fotospor-ის ცნობით ''ფენერის'' მმართველებს სურთ არ გაიმეორონ ის შეცდომა, რაც მერიჰ დემირალთან მიმართებაში დაუშვეს, როცა 18 წლის მოთამაშის ევროპულ კლუბში ტრანსფერს დათანხმდნენ.

უმერ ბეიაზის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს.

''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს ნახევარდაცვაში ბეიაზისა და ''ბირმინგემის'' 16 წლის მოთამაშის, ჯუდ ბელინგემის შეწყვილება სურს.

ამჟამად 16 წლის ფეხბურთელი ''ფენერის'' 19 წლამდე გუნდში გამოდის, ამ ეტაპზეპირველ გუნდში თამაშის შანსი არ ეძლევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები