140 მილიონი მანეს ტრანსფერში: სენეგალელი ზიდანის ნომერ პირველი სამიზნეა
Aa
Aa

140 მილიონი მანეს ტრანსფერში: სენეგალელი ზიდანის ნომერ პირველი სამიზნეა

ბრიტანული მედიის ცნობით ''სამეფო კლუბი'' სენეგალელი სადიო მანეს გადაბირებას 2020 წლის ზაფხულში ეცდება. ესპანურმა მხარემ აფრიკელი შემტევის თაობაზე ფეხბურთელის წარმომადგენელს მიმართა. ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' იმედოვნებენ, რომ ''ლივერპული'' მანეს 140 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამო დათმობს.

მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არსებული შემადგენლობით უკმაყოფილოა და გუნდის გაძლიერების დიდი სურვილი აქვს.

წლებია ''რეალის'' ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პსჟ-ს ტალანტი კილიან მბაპეა. ''სამეფო კლუბი'' ასევე განიხილავდა ნორვეგიელი ტალანტის, ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას, თუმცა ამ ეტაპზე ''რეალის'' ნომერ პირველი სამიზნე სენეგალელი შემტევია.

Mirror-ის ცნობით ''რეალის'' მაღალჩინოსნები 27 წლის ფეხბურთელის ''მერსისაიდული'' კარიერით აღფრთოვანებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეს პრემიერ ლიგის ერთპიროვნულ ლიდერთან კონტრაქტი კიდევ სამი წელი აკავშირებს, ''სამეფო კლუბში'' იმედი აქვთ, რომ ''ლივერპული'' 140 მილიონ ფუნტ სტერლინგზე თანახმა იქნება.

სადიო მანე ''ლივერპულში'' 2016 წელს ''საუთჰემპტონიდან'' გადავიდა, მას შემდეგ მანე ''მერსისაიდულ'' კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, 2017-18 წლების სეზონის ფინალში მანემ ''რეალს'' გაუტანა, თუმცა ბეილის დუბლითა და ბენზემას გოლით გამარჯვება ზიდანის გუნდს დარჩა. გასულ სეზონში კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მაურისიო პოჩეტინოს ''ტოტენჰემი'' დაამარცხა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ''რეალმა'' პრემიერ ლიგიდან ბელგიელი შემტევი ედენ აზარი გადაიბიდა, ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონის ''ჩელსიმ'' 88 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო, თუმცა აზარის მადრიდული კარიერა წარმატებული არ გამოდგა. მან ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოთამაშე ტრავმებმა დატანჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები