კორონავირუსი - როგორ ატარებენ სპორტსმენები დროს სახლში
Aa
Aa

კორონავირუსი - როგორ ატარებენ სპორტსმენები დროს სახლში

მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო ყველა სპორტული ღონისძიება შეწყდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.

სპორტსმენები რჩევებს ითვალისწინებენ და დროს სახლებში ოჯახებთან ერთად ატარებენ.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა სადაც ვხედავთ, თუ როგორ ატარებენ დროს სპორტსმენები თავიანთი საყვარელი საქმიანობების გარეშე.

სერხიო რამოსი - მადრიდის „რეალის“ კაპიტანი კორონავირუსის გავრცელებისა და კარანტინში მოქცევის შემდეგ, სახლში აქტიურად ვარჯიშობს.

რამოსი ერთ-ერთი პირველია მათგან, ვინც ახლადშექმნილ ჰეშთეგს #ItrainAtHome იყენებს და ყველა სპორტსმენს სახლში დარჩენასა და ვარჯიშს ურჩევს.

ფედე ვალვერდე - „რეალის“ ურუგვაელი შუახაზელი კორონავირუსისგან მიღებულ დასვენების დროს სახლში თავის ახალშობილ შვილთან ერთად ატარებს და თან საკუთარ ძაღლთან ერთად ბურთის თამაშსაც ახერხებს.

View this post on Instagram

Sean responsables, tomen conciencia y quédense en casa como nosotros ????????????????‍????‍???? #yomequedoencasa

A post shared by Fede Valverde (@fedeevalverde) on Mar 14, 2020 at 8:01am PDT

დუგლას კოშტა - იტალიაში ამჟამად ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. „იუვენტუსის“ მცველს დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც მთელი გუნდი იზოლაციაში მოექცა.

კოშტა დროს თავის ძაღლთან ერთად ბურთის თამაშით ატარებს. ბრზილიელი გარემარბი ცუგას „ცუდ დღეში“ აგდებს.

მატიის დე ლიხტი - კოშტას ჰოლანდიელი თანაგუნდელი მეგობარ გოგოსთან ერთად მაგიდის ჩოგბურთით ერთობა.

პაულო დიბალა - „იუვეს“ მორიგი ვარსკვლავი ამ ყველაფრის დროს არგენტინაში იმყოფებოდა და მან იტალიაში დაბრუნება ვერ შეძლო, თუმცა ამ მდგომარეობის გათვალისწინებით იტალიაში გამგზავრება ყველაზე არასასურველი რამაა.

დიბალა თავს კულინარიაში ძალების მოსინჯვით ირთობს. მან ინსტაგრამზე ვიდეოც ატვირთა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამზადებს ის კერძს.

View this post on Instagram

Costumbres Argentinas en cuarentena ???????????? @orianasabatini

A post shared by Paulo Dybala (@paulodybala) on Mar 13, 2020 at 1:19pm PDT

ჩირო იმობილე - „ლაციოს“ ფორვარდი და სერია ა-ს ბომბარდირი თავისუფალ დროს საკუთარ თავს სტილისტის როლში ცდის.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტო, სადაც იმობილე მეგობარს თმებს ჭრის. უცნობია, თუ როგორ დასრულდა ხსენებული ექსპერიმენტი...

რობერტ ლევანდოვსკი - „ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი კორონავირუსის გავრცელებისა და მატჩების გადადების შემდეგ, დროს სახლში შვილთან ერთად თამაშში ატარებს.

სოციალურ ქსელში ლევანდოვსკი ფოტოს ერთ-ერთი ცნობილი ჰეშთეგით აქვეყნებს და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუოდებს - #stayathome.

ლუის ჰამილტონი - რა თქმა უნდა, ფეხბურთი სპორტის ერთადერთი სახეობა არ არის, რომელიც კორონავირუსმა შეაჩერა. ფორმულა 1-ის ნომერ პირველი ვარსკვლავი ლუის ჰამილტონი მელბურნში იზოლაციაში იმყოფება.

მელბურნში სეზონის გახსნა კორონავირუსმა გადადო, რის შემდეგაც ჰამილტონი ავსტრალიაში დარჩა და როგორც ხედავთ, თავს კლდეზე ცოცვით ირთობს.

ნეიმარი - ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდის“ დამარცხების შემდეგ, ნეიმარი სახლში იმყოფება და დრო თავისი ერთ-ერთი ჰობით გაჰყავს. ბრაზილიელი Netflix--ის სერიალს Elite-ს უყურებს და ქომაგებს ამ ყველაფერს სოციალური ქსელის საშუალებით უზიარებს.

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ტელესერიალების დიდი მოყვარულია.

ლებრონ ჯეიმსი - „მეფე“ სახლში შვილებთან ერთად დროს მხიარულად ატარებს.

ლებრონი NBA-ს მიმდინარე სეზონში MVP-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, თუმცა რუდი გობერიდან დაწყებულმა კორონავირუსმა საფრთხე ლიგასაც შეუქმნა და შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ცხელი ამბები