მესი:
Aa
Aa

მესი: "გამძლეობას ვუსურვებ მათ, ვინც პანდემიას ფრონტის ხაზზე ებრძვის"

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ Instagram-ზე დაწერა:''ახლა დროა პასუხისმგებლობის აღებისა და სახლში დარჩენის. თითოეული ადამიანისთვის რთული პერიოდია. დამწუხრებულნი ვართ, რაც ხდება და გვსურს დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაში მძიმე ეტაპია. მინდა თანადგომა გამოვუცხადო, როგორც დაინფიცირებულებს, ასევე მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

გამძლეობას ვუსურვებ მათ, ვინც პანდემიას ფრონტის ხაზზე, კლინიკებსა და ჰოსტიპალებში ებრძვის.

ჯანმრთელობა უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს განსაკუთრებული მომენტია და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ინსტრუქცია, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები და ავტორიტეტული პირები გვაწვდიან.

ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავრჩეთ სახლში. ოჯახის წევრებთან ყოველთვის არ გვიწევს ყოფნა, გამოვიყენოთ ეს შანსი.

გულში გიკრავთ, იმედი მაქვს ამ ვითარებიდან მაქსიმალურად მცირე დროში გამოვალთ.''

შეგახსენებთ, ''ფიორენტინას'' სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა, ესენი არიან პატრიკ კუტრონე, დუშან ვლაჰოვიჩი და ჰერმან პეცელა. მათ გარდა დაინფიცირდა ''იუვენტუსის'' მცველი დანიელე რუგანი და ''სამპდორიას'' ხუთი მოთამაშე: ომარ კოლი, ალბინ ეკდალი, ანტონიო ლა გუმინა, მანოლო გაბიადინი და მორტენ ტორსბი. ასევე, ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა და ''ჩელსის'' შემტევი ჰადსონ ოდოი.

პანდემიის გამო ამ ეტაპზე შეწყდა ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, საფრანგეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ჩემპიონატები.

View this post on Instagram

Son días complicados para todo el mundo. Vivimos preocupados por lo que está ocurriendo y queremos ayudar poniéndonos en el lugar de aquellos que peor lo están pasando, o bien porque les afectó directamente a ellos o sus familiares y amigos, o porque están trabajando en primera línea para combatirlo en hospitales y centros de salud. Quiero enviarles mucha fuerza a todos ellos. La salud debe ser siempre lo primero. Es un momento excepcional y hay que seguir las indicaciones tanto de las organizaciones sanitarias como de las autoridades públicas. Sólo así podremos combatirlo de manera efectiva. Es el momento de ser responsable y quedarse en casa, además es perfecto para disfrutar ese tiempo con los tuyos que no siempre se puede tener. Un abrazo y ojalá consigamos darle vuelta a esta situación cuanto antes. #QuedateEnCasa #StayAtHome

A post shared by Leo Messi (@leomessi) on Mar 14, 2020 at 7:47am PDT

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები