''კორონავირუსი უდიდესი გამოწვევაა'' - არტეტა თავს უკეთ გრძნობს
Aa
Aa

''კორონავირუსი უდიდესი გამოწვევაა'' - არტეტა თავს უკეთ გრძნობს

საფეხბურთო კლუბ ლონდონის ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა თავს უკეთ გრძნობს, კატალონიელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი მთელი მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა.

არტეტა:''მადლობა მხარდაჭერისთვის, თავს უკეთ ვგრძნობ. კორონავირუსი უდიდესი და უპრეცედენტო გამოწვევაა. ახლა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები. დიდი მადლობა პრემიერ ლიგას სწორი გადაწყვეტილების მიღების გამო.''

შეგახსენებთ, 13 მარტს არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით კი, იგივე დიაგნოზი „ჩელსის“ ახალგაზრდა შემტევს, კალუმ ჰადსონ-ოდოის დაუსვეს, რის შემდეგაც ინგლისის პრემიერ ლიგა 3 აპრილამდე შეწყდა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის, პრემიერ ლიგის, ინგლისის საფეხბურთო ლიგისა და საფეხბურთო ასოციაციის ქალთა სუპერ ლიგის ერთობლივი შეთანხმების მიხედვით 3 აპრილამდე დაგეგმილი ყველა მატჩი გადადებულია. ოფიციალური განცხადების მიხედვით გადაიდო როგორც პრემიერ ლიგის, ასევე ყველა ქვედა ლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები