100 ათასი ლარი და საკარანტინო ზონა - სფფ-ის სამაგალითო ინიციატივა
Aa
Aa

100 ათასი ლარი და საკარანტინო ზონა - სფფ-ის სამაგალითო ინიციატივა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გამო არსებულ მძიმე ვითარებაში განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვით ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო მზადაა კორონავირუსთან საბრძოლველად 100 000 ლარი გაიღოს და მის ბალანსზე არსებულ სასტუმროში საკარანტინო ზონა მოაწყოს.

''საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს გაიღოს ფინანსური მხარდაჭერა, 100 ათასი ლარის ოდენობით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში COVID 19-ის სახელით ცნობილ, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას. ასევე, მზად ვართ ფეხბურთის ფედერაციის ბალანსზე არსებულ სასტუმროში მოვაწყოთ საკარანტინო ზონა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, გრძნობს ერთობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას კონკრეტული გამოწვევის ერთად დამარცხებაში."

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისა და შესაძლო საფრთხის გამო უამრავი სპორტული ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო ან გაუქმდა.მათ შორის გამონაკლისი არც ფეხბურთია. კორონავირუსი შეეხო ქართულ ფეხბურთსაც. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები