უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ყველა მატჩი გადადო
Aa
Aa

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ყველა მატჩი გადადო

უეფას ოფიციალური განცხადების მიხედვით შემდეგ კვირაში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები გაურკვეველი დროით გადადებულია.

18 მარტს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ''იუვენტუსი'' - ''ლიონისა'' და ''მან. სიტი'' - ''რეალის'' დაპირისპირებები უნდა შემდგარიყო, ხოლო 19 მარტს ''ბაიერნს'' ''ჩელსისთვის'' უნდა ემასპინძლა და ''ბარსელონას'' - ''ნაპოლისთვის.'' აღნიშნული მატჩები გაურკვეველი დროით  გადადებულია.

ანალოგიურად გადადებულია ევროპა ლიგის ფლეი-ოფის მატჩები: ''ხეტაფე'' - ''ინტერი,'' ''შახტარი'' - ''ვოლფსბურგი,'' ''ლევერკუზენი'' - ''რეინჯერსი,'' ''ვულვზი'' - ''ოლიმპიაკოსი,'' ''მანჩესტერ იუნაიტედი'' - ლასკ, ''ბაზელი'' - ''აინტრახტი,'' ''რომა'' - ''სევილია,'' ''კოპენჰაგენი'' - ''ბაშაქშეჰირი.''

აღნიშნული მატჩები საპასუხოა. გასულ კვირაში ''სევილია'' - ''რომასა'' და ''ინტერი'' - ''ხეტაფეს'' პირველი შეხვედრებიც გადაიდო.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩებიც გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები