''ევერტონი'' იზოლაციაშია: გუნდის ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება
Aa
Aa

''ევერტონი'' იზოლაციაშია: გუნდის ფეხბურთელს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება

საფეხბურთო კლუბ ''ევერტონის'' პირველი გუნდი იზოლაცია, რადგან ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება. ბრიტანული მედიის ცნობით მოთამაშეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება და შემდეგ გახდება ცნობილი ინფიცირებულია თუ არა მოთამაშე.

ფეხბურთელის სახელი არ საჯაროვდება, რადგან კონფიდენციალური ინფორმაციაა.

17 მარტს პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ''ევერტონი'' ''ლივერპულს'' უმასპინძლებს, თუმცა კორონავირუსის გამო ''მერსისაიდული'' დერბის გადადების ალბათობა დიდია.

კორონავირუსი ''არსენალის'' მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტასა და ''ჩელსის'' შემტევ ჰადსონ ოდოის დაუდგინდა.

შეგახსენებთ, იტალიის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატის შეხვედრები გადაიდო.ასევე, განიხილება ინგლისის ჩემპიონატის მატჩების გადადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები