Aa
Aa

რივალდო სარაბიას აკრიტიკებს - "უნდა გააცნობიეროს, რომ ბარსელონაშია"

რივალდომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ედერ სარაბიას შესახებ ისაუბრა და მას თავშეკავება ურჩია. ლეგენდარული ბრაზილიელის თქმით, სარაბიამ უნდა გააცნობიეროს, რომ იგი დიდ გუნდშია და მატჩების მიმდინარეობისას საკუთარი ქმედებები უფრო მეტად გააკონტროლოს.

„ის დიდ გუნდშია, რომლის წევრებსაც, მათ შორის სათადარიგოთა სკამზე, განსაკუთრებულად აკვირდებიან. სარაბიამ უნდა გააცნობიეროს, რომ „ბარსელონაშია“ და მატჩების მიმდინარეობისას საკუთარი ქმედებები უფრო მეტად გააკონტროლოს.

სხვადასხვა ქცევისას ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ამან შეიძლება გუნდის მენტალიტეტზეც იმოქმედოს. დიდი მატჩების დაძაბულ მომენტებში ნორმალურია, რომ ხანდახან ემოცია ვერ გააკონტროლო და რამე ცუდი თქვა ან გააკეთო, თუმცა ამან რეგულარული სახე არ უნდა მიიღოს. ამ ყველაფერს არა მხოლოდ სარაბიას, არამედ სრულად სამწვრთნელო შტაბისა და სათადარიგო ფეხბურთელთა მიმართ ვამბობ.

არ ვფიქრობ, რომ სარაბიას სურდა, მის რომელიმე კომენტარსა თუ შეძახილს პრესის ყურამდე მიეღწია და ფეხბურთელები დაზარალებულიყვნენ. თუმცა, ფაქტია, ასე მოხდა და ეს არც ისე ლამაზი მოსასმენი იყო. კამერები მუდამ მზად არიან, დიდი შანსი ხელიდან არ გაუშვან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი რამ აღარ განმეორდეს.“

ედერ სარაბია 39 წლისაა და კიკე სეტიენთან ერთად 2015 წლის შემდეგ მუშაობს. იგი გამოცდილ კოლეგას ჯერ „ლას პალმასში“, შემდეგ კი „ბეტისში“ ეხმარებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები