ოფიციალურად! სიტისა და რეალის მატჩი გადაიდო
Aa
Aa

ოფიციალურად! სიტისა და რეალის მატჩი გადაიდო

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, „მანჩესტერ სიტისა" და „რეალს" შორის, გადაიდო. ეს ინფორმაცია „ქალაქელებმა" გაავრცელეს და ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ვკითხულობთ.

„ჩემპიონთა ლიგაზე რეალის წინააღმდეგ გასამართი მატჩი გადაიდო. გადადების გადაწყვეტილება უეფასთან შეთანხმებით იქნა მიღებული და მიზეზი უკავშირდება იმას, რომ რეალის საკალათბურთო გუნდის მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ რეალის საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებმა 15-დღიანი საკარანტინო პერიოდი უნდა გაიარონ.

სიტი რეალის საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების მოთამაშეებს ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს. განმეორებითი მატჩის ჩატარების თარიღთან და ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით".

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდებს საერთო ბაზა აქვთ და ფეხბურთელების კარანტინში გადაყვანა სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

აქვე გეტყვით, რომ „სიტისა" და „რეალის" მატჩთან ერთად, „იუვენტუსისა" და „ლიონის" დაპირისპირებაც გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები