კორონავირუსი - რეალის ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან
Aa
Aa

კორონავირუსი - რეალის ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან

მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის მოთამაშეს, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია „სამეფო კლუბმა“ გაასაჯაროვა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ.

„რეალი გაუწყებთ, რომ საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც, რეკომენდაციები გაიცა, რომ რეალის საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდებმა (ძირითად გუნდებზეა საუბარი) საკარანტინო პერიოდი გაიარონ. მათ გარდა იგივე რეკომენდაციები კლუბში მომუშავე პერსონალმაც მიიღო“.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ საკალათბურთო და საფეხბურთო გუნდებს საერთო ბაზა აქვთ და ფეხბურთელების კარანტინში გადაყვანა სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.

როგორც იცით, საკარანტინო პერიოდი 14 დღეს შეადგენს. გამომდინარე აქედან, უდიდესი ალბათობით, „რეალი“ მომდევნო 2 კვირაში გასამართ 3 შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორის „მანჩესტერ სიტისთან" მატჩიცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები