ინგლისში ყველა საფეხბურთო მატჩი ქომაგთა გარეშე ჩატარდება
Aa
Aa

ინგლისში ყველა საფეხბურთო მატჩი ქომაგთა გარეშე ჩატარდება

The Times-ის ცნობით ინგლისის ჩემპიონატის ყველა საფეხბურთო მატჩი ქომაგთა გარეშე ჩატარდება. გარდა ამისა კორონავირუსის გამო ყველა პაბში ფეხბურთის მატჩების ჩვენება აიკრძალება, რადგან მასობრივი შეკრებები ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს.

ქომაგები, რომლებმაც ინგლისის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთები უკვე შეიძინეს, თამაშებს ინტერნეტის საშუალებით, ე.წ. ''ლაივ სტრიმით'' უყურებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება როგორც პრემიერლიგურ დაპირისპირებებს, ასევე ქვედა ლიგების მატჩებს.

უახლოეს საათებში ქვეყნის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის გეგმებზე საჯაროდ ისაუბრებს.

ვითარების კიდევ უფრო გამწვავების საშიშროებიდან გამომდინარე პრემიერ ლიგა, ინგლისის საფეხბურთო ლიგა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მთავრობასთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 456 შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან 8 ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ინგლისის პრემიერ ლიგაში კორონავირუსის გამო ''მანჩესტერ სიტისა'' და ''არსენალის'' მატჩი გადაიდო, გუარდიოლასა და არტეტას გუნდებს ოთხშაბათს უნდა ეთამაშათ, თუმცა მათი დაპირისპირება არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები