Aa
Aa

"მილოუკი" ფლეი-ოფში "ჩიკაგოს" დაუპირისპირდება

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 82-ე მატჩი “ბოსტონ სელტიქსთან” გამართა და თამაში, რომელსაც მასპინძლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, 100:105 დათმო.

 

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა და 2 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა.

 

მილუოკელთა მხრიდან საუკეთესო თურქი ფორვარდი ერსან ილიასოვა იყო, რომელმაც 21 ქულას 5 მოხსნა და 4 პასი წაამატა, ბოსტონელებს კი 22 ქულით იტალიელმა ლუიჯი დატომემ ულიდერა.

 

”ბაქსმა” აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგება და 41 მარცხი მოაგროვა და თამაში მე-6 ადგილზე დაასრულა. შედგად, პლეი ოფის პირველ რაუნდში მე-3 პოზიციაზე გასულ “ჩიკაგო ბულზს” (50-32) ეთამაშება.

 

სერია ოთხ მოგებამდე გაგრძელდება, პირველი თამაში კი 18 აპრილს ჩიკაგოში შედგება. ისიც ვთქვათ, რომ მოედნის უპირატესობა “ხარების” მხარესაა.

 

დღეს დილით ნბა-ში რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩები შედგა და პლეი-ოფის სხვა წყვილებიც დაკომპლექტდა. აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილისთვის ბრძოლა “ბრუკლინ ნეთსმა” მოიგო, რომელმაც “ინდიანა პეისერზი” 101:88 დაამარცხა და უშუალო კონკურენტ “პეისერზს” გაუსწრო. ინდიანელებმა მემფისში გამართული პრინციპული მატჩი 83:95 წააგეს.

 დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის გარეშე დარჩა “სანდერი”. ოკლაჰომელებმა რასელ უესტბრუკის (37 ქულა) წინამძღოლობით სტუმრად “მინესოტა” კი გაანადგურეს (138:113), თუმცა, “ნიუ ორლეანმა” ენტონის დევისის 31 ქულის წყალობით მოქმედ ჩემპიონ “სან ანტონიოს” 108:103 სძლია და ნანატრი მე-8 პოზიცია შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები