იუვენტუსის მცველს დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა!
Aa
Aa

იუვენტუსის მცველს დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა!

ტურინის „იუვენტუსის“ 25 წლის ცენტრალურ მცველს დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურინული გრანდი ადასტურებს. იტალიელი ფეხბურთელი უკვე კარანტინში იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწევათ „იუვენტუსის“ სხვა მოთამაშეებს. ტურინული კლუბის განცხდებით, ისინი შესაბამის ზომებს უკვე მიმართავენ და ყველა ადამიანი მოწმდება, ვისაც რუგანისთან ბოლო დროს შეხება ჰქონდა.

„ვადასტურებთ, რომ დანიელე რუგანის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. მოცემულ მომენტში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

კლუბი ამჟამად ყველა სათანადო ზომებს მიმართავს და მოწმდება ყველა ადამიანი, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა“.

რუგანიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩის ჩატარება შეძლო. ის „იუვეს“ მაისურით 2013 წლიდან თამაშობს. 2015 წლამდე „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული, მას შემდეგ დღემდე, იგი „ბებერი სინიორას“ ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის იტალია წითელ ზონად არის გამოცხადებული. ქვეყანაში 10 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 600-ზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში ასევე გამოცხადდა, რომ შესაბამისი პირობების არქონის გამო, მხოლოდ მათ უმკურნალებენ, ვისთვისაც ამას აზრი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები