Aa
Aa

კორონავირუსი - ხეტაფეს პრეზიდენტი: „იტალიაში არ გავემგზავრებით, მზად ვართ წავაგოთ"

„ხეტაფეს“ პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი „ინტერთან“ მატჩის ჩასატარებლად, იტალიაში გამგზავრებას არ აპირებს. მადრიდელთა პირველ პირს არ სურს საკუთარი ფეხბურთელები კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ დააყენოს.

„თუ არაფერი შეიცვალა, ხვალ ხეტაფე იტალიაში არ გაემგზავრება. უეფას ალტერნატიული ვარიანტის გამონახვა მოვთხოვეთ და ნამდვილად არ გვინდა კორონავირუსის ეპიცენტრში აღმოვჩნდეთ. ეს არაფერში გვჭირდება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას უკვე დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ მატჩის გადადებაში დაგვეხმაროს.

ინტერთან ფლეიოფის წაგებადაც რომ დაგვიჯდეს, მზად ვართ წავაგოთ, რადგან არ ვგეგმავ რომელიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ დავაყენო. ცოტა ხნის წინ, მითხრეს, რომ იტალიაში გასამგზავრებლად სპეციალური ნებართვა უნდა ამეღო, მაგრამ არ ვაპირებ სამინისტროსგან ნებართვა გამოვითხოვო. გამორიცხულია წავიდე იქ, სადაც წასვლა არ მინდა.

ხეტაფე ესპანეთს არ დატოვებს. ჩვენ იტალიაში არ გავემგზავრებით. ან ინტერთან მატჩის ჩატარების ადგილი შეიცვლება, ან შეხვედრა გადაიდება. ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება მატჩის გადადებაა“.

შეგახსენებთ, რომ „ხეტაფესა“ და „ინტერის“ პირველი შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ 12 მარტსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები