ერთა ლიგა: სლოვაკეთი-ირლანდია უმაყურებლოდ ჩატარდება
Aa
Aa

ერთა ლიგა: სლოვაკეთი-ირლანდია უმაყურებლოდ ჩატარდება

BBC-ის ცნობით სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ერთა ლიგის ნახევარფინალი სლოვაკეთსა და ირლანდიას შორის მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

კორონავირუსის გამო სლოვაკეთის მთავრობამ ქვეყანაში გასამართი ყველა სპორტული ღონისძიება გადადო.სლოვაკეთის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია რომ გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობასთან, ირლანდიურ მხარესთან და უეფასთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს.

ირლანდიელმა ქომაგებმა ბრატისლავაში ჩასაფრენი ბილეთები შეიძინეს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების გამო მათ ბილეთის ფული დაუბრუნდათ.

საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო სლოვაკეთში მხოლოდ 7 პირია ინფიცირებული.აქედან გამომდინარე ერთა ლიგის კიდევ კიდევ ერთი ნახევარფინალური შეხვედრის, საქართველოსა და ბელარუსის მატჩის უმაყურებლოდ გამართვის ალბათობა დიდია.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის 26 მარტს, ''დინამო არენაზეა'' დაგეგმილი.

ფოტოზე: ირლანდიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მიკ მაკარტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები