ოფიციალურად! - ბარსელონასა და ნაპოლის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება
Aa
Aa

ოფიციალურად! - ბარსელონასა და ნაპოლის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

კორონავირუსის გამო, 18 მარტს, „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის გასამართი განმეორებითი მატჩი მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ესპანეთში შიშობენ, რომ შესაძლოა ნაპოლის გულშემატკივრები კორონავირუსის მატარებლები იყვნენ და „კამპ ნოუზე“ სხვა ქომაგებიც დააინფიცირონ. გამომდინარე აქედან, ტრიბუნები ცარიელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ“ წამოაყენა ინიციატივა, რომ მატჩს მხოლოდ მისი ფანები დასწრებოდნენ, მაგრამ კატალონიურმა გრანდმა მიზანს ვერ მიაღწია და შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „დორტმუნდის“ დაპირისპირება ასევე უმაყურებლოდ ჩატარდება. ევროპა ლიგაზე კი სევილიასა“ და „რომას“ შერკინება და „ოლიმპიაკოსისა“ და „ვულვზის“ ჯახიც ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები