კორონავირუსის გამო ''ლოკომოტივის'' აკადემიამ საწვრთნელი პროცესი შეაჩერა
Aa
Aa

კორონავირუსის გამო ''ლოკომოტივის'' აკადემიამ საწვრთნელი პროცესი შეაჩერა

კორონავირუსის გამო თბილისის ''ლოკომოტივის'' აკადემიაში საწვრთნელი პროცესი შეჩერდა. ასევე, ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველაზე ახალგაზრდული ჩემპიონატის შეხვედრები გადადებულია. ამასთან დაკავშირებით თბილისური კლუბის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

''შესაბამისი უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენს აკადემიაში, ყველა ასაკში შეჩერებულია საწვრთნელი პროცესი. ასევე, გადადებულია ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ყველა ახალგაზრდული ჩემპიონატი. ჩვენ დაველოდებით შესაბამის რეკომენდაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ საწვრთნელი პროცესის განახლების გადაწყვეტილებას. ჯანმრთელობას გისურვებთ!''

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.მათგან 1 ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შეგახსენებთ, იტალიის სერია ა-ს გათამაშება შეწყდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის რამდენიმე შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები