სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა
Aa
Aa

სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ზედიზედ მეორედ სანდრო ბაზაძე წარადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი სალიცენზიო ტურნირი, ბუდაპეშტის მსოფლიო თასი დარჩენილია, სანდრომ ტოკიო 2020-ში ასპარეზების უფლება უკვე გაინაღდა.

ბაზაძე წლეულს გამორჩეულად ასპარეზობს, ის მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. რაც ქართველი მოფარიკავესთვის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სანდრო ბაზაძე მე-6 სპორტსმენია (ნინო სალუქვაძე, გენო პეტრიაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია), რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები