წინასწარი პატიმრობა - რონალდინიო მინიმუმ 6 თვეს ციხეში გაატარებს!
Aa
Aa

წინასწარი პატიმრობა - რონალდინიო მინიმუმ 6 თვეს ციხეში გაატარებს!

პარაგვაის სასამართლომ რონალდინიოსა და მის ძმას ყალბი პასპორტების გამოყენების საქმეზე 6 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორმა მოითხოვა, რომ ეჭვმიტანილები პატიმრობაში დარჩენილიყვნენ და ეს ორი მიზეზის გამო გააკეთა: პირველი - შესაძლოა რონალდინიო ძმასთან ერთად უბრალოდ მიმალულიყო. მეორე - ბრაზილია თავისი მოქალაქეების ექსტრადირებაზე ყოველთვის უარს აცხადებს.

დაცვის მხარემ განაცხადა, რომ რონალდინიოს ძმას გულის პრობლემები აწუხებს და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა ამ ყველაფრის დამადასტურებელი საბუთები სასამართლოზე წარმოდგენილი ვერ იქნა.

აქედან გამომდინარე დაცვის მხარეს გირაოს შეტანაზე უარი ეთქვა და დიდი ალბათობით რონალდინიოსა და მის ძმას ციხეში 6 თვის გატარება მოუწევთ.

"სამართალდამცავებს არ ესმით, რონალდინიომ არ იცოდა, რომ ის დანაშაულს ჩადიოდა. მან არ იცოდა და არ ესმოდა, რომ ყალბი საბუთები მისცეს, ის სულელია". - ეს სიტყვები რონალდინიოს ადვოკატს ადოლფო მარინს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო 2018 წელს გარემოსდაცვითი წესების დარღვევის (დაცულ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის დაწყება) გამო ბრაზილიაში გაასამართლეს და ქვეყნის პასპორტი ჩამოართვეს, რასაც 8.5 მილიონის ჯარიმაც დაემატა. იმის გამო, რომ ფეხბურთელს ჯარიმა ჯერაც არ გადაუხდია, მას არც თავისი ქვეყნის პასპორტი აქვს და ბრაზილიის საზღვრების დატოვებაც აკრძალული ჰქონდა.

P.S. „გაუჩოს“ ქონება 100 მილიონ ევროდაა შეფასებული. ასევე, მას ინსტაგრამი 1 პოსტის გამოქვეყნებაში 200 ათას დოლარს უხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები