შვაინშტაიგერი
Aa
Aa

შვაინშტაიგერი "ბეშიქთაშთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს...

თურქული სპორტული გამოცემის, fanatik-ის ინფორმაციით, სტამბულის "ბეშიქთაში", გერმანელ სუპერვარსკვლავთან, ბასტიან შვაინშტაიგერთან მოლაპარაკებებს მართავს. 

თურქების სურვილია, რომ ფეხბურთელი 1 წლიან იჯარაზე დაითანხმონ, შემდეგ კი გუნდს მისი გამოსყიდვის საშუალებაც ექნება. აი კონტრაქტის სხვა დეტალები, ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა დღის წესრიგში დგას, რაც, რა თქმა უნდა, თურქების შანსებს ერთიორად ზრდის.

თუკი, ეს ტრანსფერი შედგება, "ბასტი" მარიო გომესის თანაგუნდელი გახდება. გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებებში თავად გომესიც მონაწილეობს.

 

მომზადებულია fanatik.com.tr-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები