''ალისონი ''ბორნმუთთან'' მატჩს გამოტოვებს'' - კლოპმა ჰენდერსონის დაბრუნება დააანონსა
Aa
Aa

''ალისონი ''ბორნმუთთან'' მატჩს გამოტოვებს'' - კლოპმა ჰენდერსონის დაბრუნება დააანონსა

ინგლისის პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ''ლივერპული'' ''ბორნმუთის'' წინააღმდეგ ბრაზილიელი მეკარის, ალისონის გარეშე ითამაშებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ''მერსისაიდელთა'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ''ჩელსისთან'' მატჩამდე ალისონმა ვარჯიშზე თეძოს ტრავმა მიიღო და მოედანს მიღმა მოსალოდნელზე დიდხანს მოუწევს ყოფნა.

ამ ეტაპზე სამხრეთამერიკელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.

კლოპი:''ჩელსისთან'' მატჩამდე ალისონმა მცირე ტრავმა მიიღო,  მის სამატჩო განაცხადში შეყვანას ვგეგმავდი, თუმცა შემდეგ არ გავრისკე და ალისონის დასვენება გადავწყვიტე. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ალისონის სრულად გამოჯანმრთელებას კიდევ ერთი კვირა დასჭირდება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.''

გერმანელმა სპეციალისტმა კიდევ ერთ ტრავმირებულ ფეხბურთელზე, ჯორდან ჰენდერსონზე ისაუბრა. მისი თქმით ჰენდერსონი ''ბორნმუთთან'' მატჩს გამოტოვებს და მოედანს ჩემპიონთა ლიგაზე ''ატლეტიკოსთან'' შეხვედრაში დაუბრუნდება.

7 მარტს, პრემიერ ლიგის 29-ე ტურში ''ლივერპული'' ''ენფილდზე'' ედი ჰაუს ''ბორნმუთს'' მიიღებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საპასუხო მატჩს 12 მარტს გამართავს. შეგახსენებთ, მერვედფინალის პირველ შეხვედრაში დიეგო სიმეონეს გუნდმა ''ვანდა მეტროპოლიტანოზე'' საულის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები