Aa
Aa

"ლივერპული" 27 მილიონად პრემიერ ლიგის გამორჩეულ ნახევარმცველს ყიდულობს?

ინგლისური პრესის ინფორმაციით, "ლივერპული" მორიგი ტრანსფერის გაჩარხვასთან საკმაოდ ახლოსაა. 

მერსესაიდელები, "ნიუკასლის" ჰოლანდიელ ნახევარმცველთან, ჯორჯინიო ვაინალდუმთან მოლაპარაკებას აწარმოებენ და თუკი გამოცდილ და პოპულარულ საფეხბურთო მიმომხილველს, კრის ბასკომბს (Daily Telegraph) დავუჯერებთ, საქმე კარგადაც მიდის. 

გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, მერსესაიდელები ვაინალდუმის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს იხდიან და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნიდერლანდელი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგიდან გავარდა, 25 წლის ვაინალდუმმა გასულ სეზონში, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, რამეთუ ამ ტურნირის ეგიდით 11 გოლი შეაგდო და "კაჭკაჭების" უხეირო გამოსვლის ფონზე, უდავოდ ნათელი წერტილი გახლდათ. 

 

მოზადებულია express.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები