''არ ვიცი როდის დაბრუნდება'' - მანჩესტერული დერბი დე ბრუინის გარეშე?
Aa
Aa

''არ ვიცი როდის დაბრუნდება'' - მანჩესტერული დერბი დე ბრუინის გარეშე?

ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა შესაძლოა მანჩესტერული დერბი გამოტოვოს. ''მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას განცხადებით ნახევარმცველს მხარი დაუზიანდა, რის გამოც ინგლისის ასოციაციის თასზე ''შეფილდ უენსდისთან''  დაპირისპირება გამოტოვა.

კატალონიელმა სპეციალისტმა ბრიტანულ მედიასთან 28 წლის ნახევარმცველის შესახებ ისაუბრა:''კარაბაოს თასის ფინალის მიწურულს კევინი მინდორზე ცუდად დაეცა. მას მხარი დაუზიანდა, რის გამოც შესაძლოა რამდენიმე მატჩი გამოტოვოს. ამ ეტაპზე არ ვიცი როდის დაუბრუნდება მინდორს. იმედი მაქვს მისი უთამაშებლობა დიდხანს არ გაგრძელდება. არ ვიცი ითამაშებს თუ არა დე ბრუნი ''მანჩესტერ იუნაიტედთან.''

შეგახსენებთ, კარაბაოს თასის ფინალში ''მან. სიტიმ'' ''ასტონ ვილა'' აგუეროსა და როდრის გოლებით დაამარცხა. დინ სმიტის გუნდიდან ერთადერთი გოლი მბვანა სამატამ შეაგდო.

პრემიერ ლიგის 29-ე ტურში, 8 მარტს ოლე გუნარ სულშერის ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ''მან. სიტის'' უმასპინძლებს. ინგლისის ჩემპიონატში ჩემპიონის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, პირველადგილოსანი ''ლივერპული'' 79 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''მანჩესტერ სიტის'' 22 ქულით უსწრებს. 

სულშერის გუნდი ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვის, რაც ავტომატურად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ნიშნავს. ''წითელი ეშმაკები'' მეხუთე ადგილზე არიან და მეოთხე პოზიციაზე მყოფ ''არისტოკრატებს'' 3 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები