Aa
Aa

გოგას 9 ქულა ბაქსის წინააღმდეგ - ინდიანა ლიდერთან დამარცხდა

„ინდიანა პეისერსის“ 4-მატჩიანი წაუგებელი სერია „მილუოკი ბაქსისთან“ შეწყდა. გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს სტუმრად დაუპირისპირდა და უშანსოდ, 119-100 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 7 წუთი და 45 წამი გაატარა და ამ დროში 9 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება მოასწრო, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არაა. გოგამ 4-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. ერთადერთი მოხსნა კი საკუთარ ფარზე მიითვალა.


„ინდიანას“ რიგებში გოგაზე მეტი ქულა მხოლოდ უორენმა, საბონისმა, მაკდერმოტმა და მაკკონელმა გაიფორმეს, თუმცა მათ პარკეტზე ბითაძეზე გაცილებით მეტი დრო გაატარეს. „მილუოკის“ რაც შეეხება, „ხარირმებს“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა, რომელმაც 29 ქულასთან ერთად, აქტივში 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

„მილუოკისთან“ მარცხის მიუხედავად, „ინდიანამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილი შეინარჩუნა. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 7 მარტს გამართავს და გასვლით მატჩში „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები