„სახლში სასწრაფო დახმარების მანქანით წაგიყვანენ
Aa
Aa

„სახლში სასწრაფო დახმარების მანქანით წაგიყვანენ" - პორტსმუთის ქომაგების ამაზრზენი საქციელი

გუშინ ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „არსენალი" სტუმრად „პორტსმუთს" დაუპირისპირდა. მატჩის მე-15 წუთზე „მეთოფეების" ნახევარმცველმა, ლუკას ტორეირამ ტრავმა მიიღო.

ურუგვაელი ფეხბურთელი მინდორზე იწვა და ტკივილს ებრძოდა, მაგრამ „ფრატონ პარკზე" შეკრებილი გულშემატკივრების სიმპათია მაინც ვერ დაიმსახურა. ამ მომენტში, „პორტსმუთის" ქომაგების ნაწილი ასეთ ფრაზას სკანდირებდა: „სახლში სასწრაფო დახმარების მანქანით წაგიყვანენ".

მოგვიანებით ტორეირა მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ კი მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ ტორეირას ფეხი ძალიან სტკიოდა, თუმცა დასძინა, რომ ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის ექიმებს სასწრაფო დახმარების მანქანა არ გამოუყენებიათ და ტორეირა კლინიკაში არ გადაუყვანიათ, რაც კარგის ნიშანი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ „არსენალმა" მატჩი 2-0 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები