Aa
Aa

"არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ" - დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. იგი  წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1960-იანი წლების ბოლოს გაბესკირია სოხუმისდინამოშითამაშობდა. მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში გააგრძელა, ბოლოს კი თბილისისცსკა“-ში თამაშობდა.

1972 წელს გაბესკირია რესპუბლიკური დონის, მოგვიანებით კი საერთაშორისო კატეგორიის ფეხბურთის მსაჯი გახდა.

გურამ გაბესკირიას სახელს სოხუმის საფეხბურთო კლუბცხუმისდაარსება უკავშირდება, რომელიც ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობდა.

მოგვიანებით, გურამ გაბესკირია კლუბის პრეზიდენტი გახდა, იგი ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი იყო.

1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამბოევიკებისმოთხოვნას, - დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები