Aa
Aa

ტაისონ ფიური და „უოტფორდი" - ბრიტანელმა მოკრივემ „კრაზანები" შთააგონა

„უოტფორდის“ კაპიტანმა, ტროი დინიმ, „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ მისი გუნდი ტაისონ ფიურის მიერ, დეონტეი უაილდერთან მოპოვებულმა გამარჯვებამ შთააგონა.

„კრაზანების“ ფეხბურთელმა კომენტარი ბრიტანულ პრესასთან გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ მაგალითი ტაისონ ფიურისგან ავიღეთ“.

„მატჩს ოპტიმისტურად მივუდექით და ვიცოდით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლივერპული საკუთარ თავს არ ჰგავდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ თავიანთი მაქსიმუმი არ უჩვენებიათ. ჩვენ კი შანსები იდეალურად გამოვიყენეთ“.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდმა“ „ლივერპულის“ 44-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და მერსისაიდელები საკუთარ კედლებში 3-0 დაამარცხა. „კრაზანების“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ისმაილა სარი გახლდათ, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ტროი დინისაც გაატანინა.

„წითლებთან“ მოპოვებული სამი ქულის წყალობით, „უოტფორდმა“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია და მე-17 ადგილზე გადაინაცვლა. „კრაზანები“ მომდევნო შეხვედრაში „კრისტალ პალასს“ გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები