Aa
Aa

გოგას ორმაგი დუბლი - ბითაძემ G League-ში მორიგი მატჩი ჩაატარა

„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე G League-ში კიდევ ერთხელ გაუშვა და ქართველმა კალათბურთელმა „ფორტ უეინ მედ ენთსის“ რიგებში მორიგი მატჩი ჩაატარა.

გოგას გუნდი ამჯერად „კენტონ ჩარჯს“ დაუპირისპირდა და 106-111 დამარცხდა. ბითაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 32 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა და 13 ქულა, 15 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება გაიფორმა. გოგამ 5 ორქულიანი და 1 სამიანი ჩააგდო. ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.


სავარაუდოდ, „კენტონ ჩარჯთან“ შეხვედრის შემდეგ, ბითაძე „ინდიანას“ დაუბრუნდება და გუნდთან ერთად „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მოემზადება. შეგახსენებთ, რომ „პეისერსი“ გრეგ პოპოვიჩის გუნდს სამშაბათს დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 05:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები