კაჭარავას გოლი: ქართველმა 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა
Aa
Aa

კაჭარავას გოლი: ქართველმა 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა

თემურ ქეცბაიას ''ანორთოსისმა'' საკუთარ კედლებში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა,  კვიპროსულმა გუნდმა  ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და შესაძლოა ლიდერობა დათმოს. ''ანორთოსისი'' შინ ლარნაკას აეკ-თან 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან ივან ტრიჩკოვსკიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთადერთი საპასუხო გოლი ნიკა კაჭარავამ მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე შეაგდო

''ანორთოსისის'' საგოლე კომბინაციაში ჯანო ანანიძემაც მიიღო მონაწილეობა, რომელიც კაჭარავას მსგავსად სათადარიგო იყო და მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე.

26 წლის კაჭარავამ კვიპროსის ჩემპიონატში 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა და მიმდინარე სეზონში მე-17 მატჩში მე-6 გოლი შეაგდო. ასევე, მის ანგარიშზეა 5 საგოლე პასი.

''ანორთოსისის'' რიგებში ლორიამ, დაუშვილმა და ოქრიაშვილმა 90 წუთი ითამაშეს.

კვიპროსის ჩემპიონატში ''ანორთოსისი'' 43 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა თუ 2 მარტს ''ომონია'' შინ ''აპოელს'' დაამარცხებს, ლიდერი შეიცვლება და პირველ ადგილზე ''ომონიას'' ვიხილავთ. ამ ეტაპზე ''ანორთოსისი'' ''ომონიას'' მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები