დადასტურდა - ფიური VS უაილდერი მე-3 ბრძოლა შედგება!
Aa
Aa

დადასტურდა - ფიური VS უაილდერი მე-3 ბრძოლა შედგება!

23 თებერვალს WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის გამართული ბრძოლა, რომელიც 7 რაუნდს გაგრძელდა ტაისონ ფიურის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა იმ დღესვე გამოითხვა ვარაუდი, რომ Gypsy King-სა და დეონტეი უაილდერს შორის მე-3 ბრძოლაც შედგებოდა.

დღეს, ეს ინფორმაცია დადასტურდა! ფიური-უაილდერის მესამე ჯახი 2020 წლის ივლისში შედგება.

აღნიშნულ ინფორმაციას WBC-ის ერთ-ერთი პრომოუტერი ბობ ბრაუნი ადასტურებს.

ბრძოლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვიცით რომ ის ივლისის მეორე ნახევარში ლას ვეგასში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჯამში ფიურიმ უაილდერს 160 დარტყმა განუხორციელა, მან კი საპასუხოდ მხოლოდ 55. მე-3 რაუნდიდან მოყოლებული უპირატესობა ბრიტანელის მხარეს იყო. როდესაც მეშვიდე რაუნდი მიმდინარეობდა უაილდერის სამწვრთნელო შტაბმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც დანებებას ნიშნავს, ეს კი ტექნიკური ნოკაუტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები