პუელის და მამუკელაშვილის ბრწყინვალე დუეტი: ქართველმა 26 ქულა ჩააგდო
Aa
Aa

პუელის და მამუკელაშვილის ბრწყინვალე დუეტი: ქართველმა 26 ქულა ჩააგდო

სანდრო მამუკელაშვილის ''სეტონ ჰოლმა'' მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად ''მარკეტი'' 88:79 დაამარცხა. ტრადიციულად მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 35 წუთში 26 ქულა ჩააგდო.

მამუკელაშვილის თანაგუნდელმა მაილს პაუელმა 28 ქულა ჩააგდო. მან და მამუკელაშვილმა ერთად54 ქულა ჩააგდეს და გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულეს. მატჩის დასრულების შემდეგ მამუკელაშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პაუელთან თამაში კარგად გამოსდის, ერთმანეთს კარგად უგებენ და ერთად თამაში ორივეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

თამაშის მიმდინარეობისას მამუკელაშვილმა ბურთის კალათში ჩაგდების 13 მცდელობიდან 10 ზუსტი სროლა შეასრულა, მათ შორის სამი სამქულიანიდან სამივე მცდელობა წარმატებული გამოდგა.

მამუკელაშვილმა საკუთარ ფარზე 8 მოხსნა შეასრულა, ხოლო მეტოქის ფარზე - ერთი. გარდა ამისა ქართველის ანგარიშზე 3 ასისტია.  მან ბურთი ორჯერ დაკარგა და ასევე ორჯერ დაჯარიმდა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ''სეტონ ჰოლს'' ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, საკუთარ კედლებში ''ვილანოვასთან'' და სტუმრად ''კრეიტონთან.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები