Aa
Aa

32 ქულა და MVP! შენგელიას მორიგი საოცარი თამაში ესპანეთში!

ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში „ბასკონიამ“ „ფუენლაბრადას“ სტუმრად 98:92 სძლია და ამაში უდიდესი წვლილი თორნიკე შენგელიას მიუძღვის, რომელმაც მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა.

ქართველმა კალათბურთელმა 32 ქულა და 13 მოხსნა, 5 გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 44-ს გაუტოლდა!

ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის შენგელია მთავარ ფავორიტად ითვლება.

თოკომ 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 13-დან 9-ჯერ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა, ხოლო 4-ჯერ მეტოქის ფარზე. რა თქმა უნდა, ქართველი შეხვედრის MVP გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დრამატული და დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა დამატებით ტაიმში გამოვლინდა. ამ მოგების შემდეგ „ბასკონიას“ ესპანეთის ჩემპონატში უკვე 11 გამარჯვება აქვს და 22 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება, გუნდი საპლეიოფო ზონისთვის იბრძვის. მომდევნო ტურში ვიტორიელები გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები